Friday 22 April 2011

მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა სიქა-ს ოფისში


20 აპრილს სიქა-ს ოფისში შედგა მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა საგრანტო განაცხადებთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ რუსთავის №11, 25 და გარდაბნის რაიონის გამარჯვების საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები. მოსწავლეებმა გახსნეს ელ.ფოსტები,  რეგისტრაცია გაიარეს საგრანტო განაცხადების კონკურსზე და ონლაინში დაიწყეს საგრანტო განაცხადის შევსება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომლის შედეგად მოსწავლეებმა  მიიღეს სასარგებლო ინფორმაციები საგრანტო თემებთან და აპლიკაციის ფორმასთან დაკავშირებით.

საკონსულტაციო შეხვედრა გარდაბანში სამოქალაქო კლუბებსა და საგრანტო პროექტებთან დაკავშირებით


20 აპრილს ქ.გარდაბნის №1 საშუალო სკოლაში ჩატარდა საკონსულტაციო შეხვედრა სამოქალაქო კლუბებსა და საგრანტო პროექტებთან დაკავშირებით, რომელსაც ესწრებოდნენ  გარდაბნის №1, სოფელ ვახტანგისისა და ლემშვენიერას  საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები. ორგანიზაცია სიქა-ს კონსულტანტებმა მიაწოდეს დამატებითი ინფორმაცია პროგრამის მიმართულებების შესახებ, ისაუბრეს თუ რა სახის ღონისძიებების ჩატარება შეუძლიათ სამოქალაქო კლუბებში. ასევე განიხილეს საგრანტო განაცხადების ახალი თემები. შეხვედრის დასასრულს მასწავლებლებს გადაეცათ ბაინდერები, რომლებშიც განათავსებენ  ინფორმაციებს სამოქალაქო კლუბის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ.