Monday 21 February 2011

კონსულტაციები საგრანტო პროექტებთან დაკავშირებით


17 თებერვალს სიქა-ს ოფისში გაიმართა კონსულტაცია მცირე გრანტების პროექტებთან დაკავშირებით, რომელსაც ესწრებოდნენ რუსთავის №1, 2, 4, 5, 10, 21 და 25 სკოლების მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები. შეხვედრის მიზანი იყო:
  • მცირე გრანტების სააპლიკაციო ფორმის ყველა მუხლის განმარტება-ანალიზი;
  • აუცილებელი თანდართული ფორმების: სამუშაო განრიგისა და ბიუჯეტის შედგენა.
საგრანტო პროექტის ბიუჯეტის მაგალითის განხილვით, მოსწავლეები უფრო კარგად გაერკვნენ ბიუჯეტის შედგენის ნიუანსებში. 
შეხვედრას ესწრებოდა PH International-ში გრანტების მენეჯერი თამუნა ფრუიძე, რომელიც დაინტერესდა სამოქალაქო კლუბების საქმიანობით: რა სიხშირით იკრიბებიან და რა საკითხებთან დაკავშირებით. კლუბების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათ მერ გაწეულ სამუშაოებზე და რჩევებიც მიიღეს გრანტების მენეჯერისგან.
მსგავსი შეხვედრები სიქა-ს ოფისში პერიოდულად ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს საგრანტო პროექტების დახვეწას და დამუშავებას.

Thursday 3 February 2011

მორიგი საინფორმაციო შეხვედრა საგრანტო კონკურსების თაობაზე

2011 წლის 3 თებერვალს სიქა-ს ოფისში შემდგარ შეხვედრაზე  პროგრამის კოორდინატორებმა ქ.რუსთავის №10 და 25 საჯარო სკოლების მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლებს  ინფორმაცია მიაწოდეს პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსის შესახებ -  ვის და როგორ შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება, რა ვადებში  და რომელი საკონკურსო თემების მიხედვით,  მოხდა საიტის http://initiatives.ph-int.org/ დათვალიერება, სადაც განთავსებულია საგრანტო კონკურსის სააპლიკაციო ფორმები. 
ასევე მოხდა საგრანტო განაცხადის ფორმის განხილვა: მისი მოთხოვნების, პუნქტების, შევსების პირობების. იმსჯელეს და შეთანხმდნენ საგრანტო განაცხადზე მუშაობის პროცესში კონსულტაციების მიღების ფორმასა და გრაფიკზე. სკოლებიდან შეირჩა საკონტაქტო პირები (მოსწავლეები), რომლებიც პროგრამის კოორდინატორებთან იქნებიან რეგულარულად ონლაინ კავშირში, გაცვლიან ინფორმაციას კლუბების მუშაობისა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ.  
სიქას ოფისში გრაფიკის მიხედვით რეგულარულად შედგება შეხვედრები ქ.რუსთავის მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლებსა და პროგრამის კოორდინატორებს შორის.

პირველი შეხვედრა საგრანტო კონკურსის შესახებ

2011 წლის 2 თებერვალს სიქა-ს ოფისში მოეწყო შეხვედრა ქ.რუსთავის მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბებისა და პროგრამის კოორდინატორებს შორის. სამუშაო შეხვედრაზე მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია პროექტის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შესახებ. გაეცნენ კონკურსში მონაწილეობის პირობებს, ვადებსა და საკონკურსო თემებს, განიხილეს საგრანტო განაცხადის ფორმა: მისი მოთხოვნები, პუნქტები, შევსების პირობები. იმსჯელეს და შეთანხმდნენ იმის შესახებ, თუ რა ფორმით და როგორი გრაფიკით შეძლებენ კონსულტაციების მიღებას საგრანტო განაცხადზე მუშაობის პროცესში. მოსწავლეები გაეცნენ საიტს http://initiatives.ph-int.org//, სადაც განთავსებულია საგრანტო კონკურსის სააპლიკაციო ფორმები. სკოლებიდან შეირჩა საკონტაქტო პირები (მოსწავლეები), რომლებიც პროგრამის კოორდინატორებთან იქნებიან რეგულარულად ონლაინ კავშირში, გაცვლიან ინფორმაციას კლუბების მუშაობისა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ. დაიგეგმა რეგულარული შეხვედრების გრაფიკი სიქას ოფისში ქ.რუსთავის მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლებსა და პროგრამის კოორდინატორებს შორის.

Tuesday 1 February 2011

მოსწავლეთა მცირე გრანტების კონკურსი სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. აღნიშნული კომპონენტი ხელს უწყობა მოსწავლეთა განსაკუთრებული და შემოქმედებითი იდეების განხორციელებას. მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სკოლებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ კონკურსში, რომელიც 450 აშშ დოლარის ფარგლებში დააფინანსებს მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სასკოლო ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაშიგამოყენებას. მოსწავლეთა მცირე გრანტების კონკურსისთვის განაცხადის შევსება ინტერნეტ პორტალ http://initiatives.ge/-ს მეშვეობით იქნება შესაძლებელი.