Thursday 3 February 2011

პირველი შეხვედრა საგრანტო კონკურსის შესახებ

2011 წლის 2 თებერვალს სიქა-ს ოფისში მოეწყო შეხვედრა ქ.რუსთავის მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბებისა და პროგრამის კოორდინატორებს შორის. სამუშაო შეხვედრაზე მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია პროექტის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შესახებ. გაეცნენ კონკურსში მონაწილეობის პირობებს, ვადებსა და საკონკურსო თემებს, განიხილეს საგრანტო განაცხადის ფორმა: მისი მოთხოვნები, პუნქტები, შევსების პირობები. იმსჯელეს და შეთანხმდნენ იმის შესახებ, თუ რა ფორმით და როგორი გრაფიკით შეძლებენ კონსულტაციების მიღებას საგრანტო განაცხადზე მუშაობის პროცესში. მოსწავლეები გაეცნენ საიტს http://initiatives.ph-int.org//, სადაც განთავსებულია საგრანტო კონკურსის სააპლიკაციო ფორმები. სკოლებიდან შეირჩა საკონტაქტო პირები (მოსწავლეები), რომლებიც პროგრამის კოორდინატორებთან იქნებიან რეგულარულად ონლაინ კავშირში, გაცვლიან ინფორმაციას კლუბების მუშაობისა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ. დაიგეგმა რეგულარული შეხვედრების გრაფიკი სიქას ოფისში ქ.რუსთავის მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლებსა და პროგრამის კოორდინატორებს შორის.

No comments:

Post a Comment