Friday 22 April 2011

მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა სიქა-ს ოფისში


20 აპრილს სიქა-ს ოფისში შედგა მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა საგრანტო განაცხადებთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ რუსთავის №11, 25 და გარდაბნის რაიონის გამარჯვების საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები. მოსწავლეებმა გახსნეს ელ.ფოსტები,  რეგისტრაცია გაიარეს საგრანტო განაცხადების კონკურსზე და ონლაინში დაიწყეს საგრანტო განაცხადის შევსება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომლის შედეგად მოსწავლეებმა  მიიღეს სასარგებლო ინფორმაციები საგრანტო თემებთან და აპლიკაციის ფორმასთან დაკავშირებით.

საკონსულტაციო შეხვედრა გარდაბანში სამოქალაქო კლუბებსა და საგრანტო პროექტებთან დაკავშირებით


20 აპრილს ქ.გარდაბნის №1 საშუალო სკოლაში ჩატარდა საკონსულტაციო შეხვედრა სამოქალაქო კლუბებსა და საგრანტო პროექტებთან დაკავშირებით, რომელსაც ესწრებოდნენ  გარდაბნის №1, სოფელ ვახტანგისისა და ლემშვენიერას  საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები. ორგანიზაცია სიქა-ს კონსულტანტებმა მიაწოდეს დამატებითი ინფორმაცია პროგრამის მიმართულებების შესახებ, ისაუბრეს თუ რა სახის ღონისძიებების ჩატარება შეუძლიათ სამოქალაქო კლუბებში. ასევე განიხილეს საგრანტო განაცხადების ახალი თემები. შეხვედრის დასასრულს მასწავლებლებს გადაეცათ ბაინდერები, რომლებშიც განათავსებენ  ინფორმაციებს სამოქალაქო კლუბის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ. 

Thursday 17 March 2011

9 მარტის შეხვედრა სიქა-ს ოფისში

9 მარტს სიქა-ს ოფისში მორიგი შეხვედრა შედგა, რომელსაც ესწრებოდნენ რუსთავის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების 15 წარმომადგენელი და 1 პედაგოგი.  მოსწავლეებმა ისაუბრეს კლუბების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე. ასევე დაიგეგმა 1 სამოქალაქო აქტივობა დებატების სახით და შეირჩა მოდებატე სკოლებიც.
შეხვედრის დასასრულს საგრანტო განაცხადზე მომუშავე კლუბის წევრებს ჩაუტარდათ კონსულტაციები საგრანტო განაცხადთან დაკავშირებით.

Thursday 3 March 2011

2 მარტის მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა სიქა-ს ოფისში

2 მარტს სიქა-ს ოფისში ჩატარდა უკვე ტრადიციულად ქცეული საკონსულტაციო შეხვედრა სამოქალაქო კლუბის წევრებთან, რომელსაც 21 მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის 5 პედაგოგი. 
შეხვედრის  მთავარი თემა იყო მცირე გრანტები, რომლის დედლაინმა გადაიწია 15 მარტისთვის. პროექტორის საშუალებით ეკრანზე დემონსტრირება მოხდა, თუ როგორ უნდა შეავსონ საგრანტო განაცხადისა და პროექტის ბიუჯეტის ფორმები, ასევე თანამონაწილეობის დოკუმენტები.  სამოქალაქო კლუბებს თუ დასჭირდათ, სიქა მათ დაეხმარება ამ ფორმების შევსებასა და ნებისმიერი სხვა სახის კონსულტაციების მიღებაში.

Monday 21 February 2011

კონსულტაციები საგრანტო პროექტებთან დაკავშირებით


17 თებერვალს სიქა-ს ოფისში გაიმართა კონსულტაცია მცირე გრანტების პროექტებთან დაკავშირებით, რომელსაც ესწრებოდნენ რუსთავის №1, 2, 4, 5, 10, 21 და 25 სკოლების მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები. შეხვედრის მიზანი იყო:
  • მცირე გრანტების სააპლიკაციო ფორმის ყველა მუხლის განმარტება-ანალიზი;
  • აუცილებელი თანდართული ფორმების: სამუშაო განრიგისა და ბიუჯეტის შედგენა.
საგრანტო პროექტის ბიუჯეტის მაგალითის განხილვით, მოსწავლეები უფრო კარგად გაერკვნენ ბიუჯეტის შედგენის ნიუანსებში. 
შეხვედრას ესწრებოდა PH International-ში გრანტების მენეჯერი თამუნა ფრუიძე, რომელიც დაინტერესდა სამოქალაქო კლუბების საქმიანობით: რა სიხშირით იკრიბებიან და რა საკითხებთან დაკავშირებით. კლუბების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათ მერ გაწეულ სამუშაოებზე და რჩევებიც მიიღეს გრანტების მენეჯერისგან.
მსგავსი შეხვედრები სიქა-ს ოფისში პერიოდულად ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს საგრანტო პროექტების დახვეწას და დამუშავებას.

Thursday 3 February 2011

მორიგი საინფორმაციო შეხვედრა საგრანტო კონკურსების თაობაზე

2011 წლის 3 თებერვალს სიქა-ს ოფისში შემდგარ შეხვედრაზე  პროგრამის კოორდინატორებმა ქ.რუსთავის №10 და 25 საჯარო სკოლების მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლებს  ინფორმაცია მიაწოდეს პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსის შესახებ -  ვის და როგორ შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება, რა ვადებში  და რომელი საკონკურსო თემების მიხედვით,  მოხდა საიტის http://initiatives.ph-int.org/ დათვალიერება, სადაც განთავსებულია საგრანტო კონკურსის სააპლიკაციო ფორმები. 
ასევე მოხდა საგრანტო განაცხადის ფორმის განხილვა: მისი მოთხოვნების, პუნქტების, შევსების პირობების. იმსჯელეს და შეთანხმდნენ საგრანტო განაცხადზე მუშაობის პროცესში კონსულტაციების მიღების ფორმასა და გრაფიკზე. სკოლებიდან შეირჩა საკონტაქტო პირები (მოსწავლეები), რომლებიც პროგრამის კოორდინატორებთან იქნებიან რეგულარულად ონლაინ კავშირში, გაცვლიან ინფორმაციას კლუბების მუშაობისა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ.  
სიქას ოფისში გრაფიკის მიხედვით რეგულარულად შედგება შეხვედრები ქ.რუსთავის მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლებსა და პროგრამის კოორდინატორებს შორის.

პირველი შეხვედრა საგრანტო კონკურსის შესახებ

2011 წლის 2 თებერვალს სიქა-ს ოფისში მოეწყო შეხვედრა ქ.რუსთავის მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბებისა და პროგრამის კოორდინატორებს შორის. სამუშაო შეხვედრაზე მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია პროექტის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შესახებ. გაეცნენ კონკურსში მონაწილეობის პირობებს, ვადებსა და საკონკურსო თემებს, განიხილეს საგრანტო განაცხადის ფორმა: მისი მოთხოვნები, პუნქტები, შევსების პირობები. იმსჯელეს და შეთანხმდნენ იმის შესახებ, თუ რა ფორმით და როგორი გრაფიკით შეძლებენ კონსულტაციების მიღებას საგრანტო განაცხადზე მუშაობის პროცესში. მოსწავლეები გაეცნენ საიტს http://initiatives.ph-int.org//, სადაც განთავსებულია საგრანტო კონკურსის სააპლიკაციო ფორმები. სკოლებიდან შეირჩა საკონტაქტო პირები (მოსწავლეები), რომლებიც პროგრამის კოორდინატორებთან იქნებიან რეგულარულად ონლაინ კავშირში, გაცვლიან ინფორმაციას კლუბების მუშაობისა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ. დაიგეგმა რეგულარული შეხვედრების გრაფიკი სიქას ოფისში ქ.რუსთავის მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლებსა და პროგრამის კოორდინატორებს შორის.